გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომპანია “თელასის” ინვესტიციები 2017 წელს 41,4 მილიონ ლარს შეადგენს

25-12-2017

კომპანია "თელასმა" წლის შედეგები შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა. 

დაჯილდოების ცერემონია და კომპანია "თელასის" 2017 წლის მუშაობის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, სს "თელასის" გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2017 წელს "თელასის" მიერ საწარმოო და არასაწარმოო სფეროში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა 41,4 მილიონი ლარს შეადგენს. ამ თანხიდან 14,8 მლნ. ლარი ტექნიკური გადაიარაღების, რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტების პროექტების განხორციელებას მოხმარდა, 18,9 მლნ. ლარი ახალი აბონენტების მიერთების და ქსელის გაფართოების პროექტებზე დაიხარჯა, ხოლო 7,7 მლნ. ლარი ახალი ქვესადგურის მშენებლობას მოხმარდა.
წელს კომპანია "თელასმა" 110/35 და 10/6 კვ ქვესადგურების ელექტრულ ნაწილში სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაატარა. განხორციელდა სატრანსფორმატორო ქვესადგურების ელექტროტექნიკური ნაწილის მოდერნიზება; სარემონტო–პროფილაქტიკური სამუშაოები აგრეთვე ჩაუტარდა 110/35 კვ ელექტროგადამცემ ხაზებს და 851 სატრანსფორმატორო ქვესადგურს, შეიცვალა 35/10/6 კვ ძაბვის მოძველებული საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები და ა.შ.
საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 8 მაღალი ძაბვის ქვესადგურსა და 95 სატრანსფორმატორო ქვესადგურში შეიცვალა მოძველებული დანადგარები. დასრულდა 6/10 კვ ძაბვის 71 საკაბელო ხაზისა და 0,4 კვ ძაბვის 65 საკაბელო ხაზის რეკონსტრუქცია. გაყვანილია 49 ახალი საკაბელო ტრასა.
2017 წლის ივნისში სს "თელასმა" ახალი 35/6 კვ ორტრანსფორმატორიანი ქვესადგურის მსენებლობა დაიწყო, რომელიც "თეც"-ის მოძველებულ ქვესადგურს ჩაანაცვლებს. ახალი ქვესადგური ჩურურეთის რაიონის და მთაწმინდის რაიონის ნაწილის 25 ათასამდე აბონენტის საიმედო ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს. ქვესადგურის მშენებლობა 2018 წლის 1 აპრილამდე უნდა დასრულდეს.
აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზანია თბილისის ელექტრომომარაგების ეფექტიანობის და საიმედოობის ამაღლება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის.
2017 წლის 11 თვის მონაცემებით 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქსელში დაფიქსირებული ტექნიკური ინციდენტების რიცხვი 2,2%-ით.
2017 წლის 11 თვის განმავლობაში კომპანია "თელასმა" 2 მილიარდ 643 მლნ. კვტ/სთ ელექტროენერგია შეისყიდა, რაც 151,3 მლნ. კვტ/სთ-ით აღემატება 2016 წლის 11 თვის მაჩვენებელს. აგრეთვე, 2016 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით ამაწლის 11 თვის განმავლობაში მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა 159,6 მლნ. კვტ/სთ-ით გაიზარდა.
მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის რეალიზაციის კუთხითაც. 2017 წლის იანვარ-ნოემბერში ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა შარშანდელ 11 თვის მაჩვენებელს 30,8 მილიონი ლარით გადააჭარბა.
2017 წელს კომპანია "თელასს" ეკოლოგიური მენეჯმენტის საერთაშორისო სერტიფიკატის IშO 14001:2004 მოქმედების ვადა გაუგრძელდა. მიმდინარე წლის აპრილში საერთაშორისო კომპანიამ "Iნტერ თეკ" "თელასის" გარე აუდიტი ჩაატარა და დადებითი რეკომენდაცია გასცა სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე 2018 წლის ივნისამდე. ეკოლოგიური მენეჯმენტის სისტემის შესაბამისობის სერტიფიკაცია IშO 14001 სტანდარტის მოთხოვნებთან წარმოადგენს საწარმოს ეკოლოგიური ეფექტურობის დადასტურებას და მის პასუხისმგებლობას გარემოს დაცვის მიმართ. 2015 წელს სს "თელასი" გახდა პირველი საქართველოს ელექტროგამანაწილებელ კომპანიებს შორის, რომელმაც ეკოლოგიური მენეჯმენტის საერთაშორისო სერტიფიკატი IშO 14001:2004 მიიღო.
თბილისის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციის და მოდერნიზების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. კომპანია "თელასი"-ს ინვესტიციები 2018 წელს 28,5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930