გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია "TV პირველს" ტოვებენ

11-06-2020

"TV პირველის" გადაცემა "პოლიტმეტრის" წამყვანები, ჟურნალისტები ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია არხს ტოვებენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას რამდენიმე წყარომ დაუდასტურა.

მათ გადაცემა კვირაში სამჯერ, ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მიჰყავდათ. როგორც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი, წამყვანებთან ერთად არხს ტოვებენ პოლიტმეტრის ჟურნალისტები და პროდიუსერები.

"TV პირველის" დატოვების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ამ არხზე "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, ნოდარ მელაძე დაინიშნა მთავარ პროდიუსერად. მელაძის მისვლამდე ჟიჟილაშვილი იყო საინფორმაციო სამსახურის უფროსი, რომელიც საქმეს არხზე მელაძის მისვლის შემდეგ "ხელმძღვანელობასთან ხედვების ვერდამთხვევის" გამო ჩამოშორდა.

ჟიჟილაშვილიც და სანაიაც "TV პირველზე" წლების განმავლობაში მუშაობდნენ.

რადიო თავისუფლება

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930