12-06-2020
სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე ქალებში ყველაზე ხშირი ონკოლოგიური დაავადებაა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად ორ მილიონზე მეტ ქალს მასთან გამკლავება უწევს. როგორ უნდა მოხდეს ამ დაავადების დიაგნოსტირება და მისი სტადიის განსაზღვრა? არის თუ არა ამ შემთხვევაში გენეტიკური ფაქტორი მკურნალობის მეთოდის განმსაზღვრელი?
უსიმპტომო ძუძუს კიბოს გამოვლენის ერთ-ერთი შესაძლებლობაა მამოგრაფია- სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიური კვლევა. ეს არის სკრინინგი, რომელიც 50 წელს გადაცილებულმა ქალმა 2 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს. მამოგრაფიას დიაგნოზის დასაზუსტებლადაც აკეთებენ. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ქალი ექიმთან უკვე გამოვლენილი სიმპტომებით მიდის. ეს შეიძლება იყოს მკერდის ტკივილი ან შეშუპება, ძუძუს ფორმისა და ზომის ცვლილება, კანის სიწითლე ან აქერცვლა, იღლიის ქვეშ ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ძუძუსთავიდან სითხის გამოყოფა.
არ ღირს. ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მეშვეობით შესაძლებელია მხოლოდ განისაზღვროს გამაგრების ტიპი (მაგალითად, არის თუ არა ის კეთილთვისებიანი), რომელიც ხელით შემოწმების ან მამოგრაფიის შედეგად გამოვლინდა. სარძევე ჯირკვლის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია კი ახალგაზრდა ქალებს სკრინინგის მიზნით უტარდებათ. ეს ხდება მაშინ, როდესაც ძუძუს კიბოს რისკი მაღალია. ამის შეფასების მიზნით კი, ექიმს შეუძლია გენეტიკური ფაქტორი გამოიკვლიოს - არის თუ არა პაციენტის ოჯახში სარძევე ჯირკვლის, საკვერცხეების ან საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოცდილება.
ექიმი დამატებით გამოკვლევას დაგინიშნავთ. ეს შეიძლება იყოს სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა ან ბიოფსია, რათა დიაგნოზი დაზუსტდეს. მკურნალობის კურსიც სწორედ ამ ანალიზების შედეგებზეა დამოკიდებული.
გარდა ამისა, არსებობს გენეტიკური პლატფორმა, რომელიც სიმსივნის ქსოვილში მუტაციის ალბათობის მაჩვენებელს განსაზღვრავს. სპეციალისტთა განმარტებით, სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადების შემთხვევების თითქმის 10%-ი სწორედ გენეტიკური ფაქტორით არის განპირობებული. ექიმების რეკომენდაციით, BRCA გენის მუტაციის მქონე ქალების ოჯახის წევრებმა გენეტიკური ანალიზი უნდა ჩაიტარონ.
ამისათვის სპეციალისტები, როგორც წესი, პირველადი სიმსივნის ზომას აფასებენ; დგინდება, გავრცელდა თუ არა ის იღლიის ქვეშ განლაგებულ ლიმფურ კვანძებში და არის თუ არა მეტასტაზები კონკრეტულ ორგანოებში (მაგალითად, ფილტვებში ან ღვიძლში). თუმცა ანატომიის პარალელურად, სპეციალისტები სიმსივნის ბიოლოგიურ თავისებურებასაც ითვალისწინებენ (თუ რამდენად აგრესიულია ის).
ეს დამოკიდებულია სტადიასა და სიმსივნის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. ადრეულ სტადიაზე ყველაზე ხშირად ტარდება ორგანოს შემანარჩუნებელი ოპერაცია, რომლის დროსაც სარძევე ჯირკვლის მხოლოდ დაზიანებულ ნაწილს აცილებენ. დასავლეთ ევროპაში ამ პრაქტიკასა და სხივურ თერაპიას 60-70%-ის შემთხვევაში დადებითი შედეგი აქვს.
შედარებით იშვიათად კეთდება მასტექტომია, რომლის დროსაც სარძევე ჯირკვალს კვეთენ. თუმცა ამ დროს ნარჩუნდება კანი და ძუძუსთავები, ამიტომაც სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქცია შესაძლებელია. გარდა ამისა, ზოგიერთ პაციენტს სხივური თერაპია ენიშნება. თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას ქირურგი, ონკოლოგი და რადიოლოგი იღებენ.
კიბოს მეორე სტადიაზე, მეტასტაზების გაჩენის რისკის შემცირების მიზნით, შესაძლებელია დამატებითი მკურნალობა დაინიშნოს. ეს შეიძლება იყოს ქიმიო, ბიოლოგიური, ჰორმონალური ან იმუნოთერაპია. თუმცა ეს ყველაფერი სიმსივნის ტიპზეა დამოკიდებული.
მესამე სტადიაზე მკურნალობა კი, უმრავლეს შემთხვევაში, ქიმიოთერაპიით იწყება. ამის შემდეგ ქირურგიული მკურნალობა ტარდება. მომდევნო ეტაპზე კი სხივური ან ჰორმონოთერაპია ინიშნება. მეოთხე სტადიის მეტასტაზური კიბოს დროს კი ძირითადი აქცენტი სიმსივნის სრულად მოშორებაზე, დაავადების პროგრესის შემცირებასა და ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე კეთდება.
დაავადების სხვადასხვა სტადიაზე მკურნალობის კურსის განსასაზღვრად ექიმები სიცოცხლის ხანგრძლივობის ხუთწლიან მაჩვენებელს იყენებენ. გარდა ამისა, ზოგჯერ მხოლოდ სიმსივნის ანატომიურ თავისებურებებს ითვალისწინებენ (ზომა, გავრცელების არეალი).
თუ სიმსივნე მხოლოდ ძუძუს მიდამოებშია, სიცოცხლისუნარიანობის მაჩვენებელი 99%-ს შეადგენს. სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს, როდესაც ის ლიმფურ კვანძებშიც არის გადასული, პაციენტების 85%-ი, სულ ცოტა, 5 წელს ცოცხლობს. მეტასტაზების შემთხვევაში კი სიცოცხლის ეს მინიმალური ხანგრძლივობა 27%-ს აღენიშნება.
თუმცა აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ამ მონაცემებით კონკრეტული შემთხვევების განსაზღვრა შეუძლებელია. პროგნოზი დამოკიდებულია სიმსივნის ბიოლოგიაზე, მის ზომასა და ამ პროცესში ჩართული ლიმფური კვანძების რაოდენობაზე. გარდა ამისა, მეტასტაზების გავრცელების შემთხვევაშიც კი, ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების რემისია შესაძლებელია. შესაბამისად, თანამედროვე სამყაროში, ძუძუს კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ, სრულფასოვნად სულ უფრო ბევრი ქალი ცხოვრობს.