12-06-2020
ირაკლი ოქრუაშვილი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრები საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ ისმინება - სისულელეს უწოდებს.
ამის შესახებ ოქრუაშვილი „Facebook“-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ეს ბიჭი ჩვენთან აღარაა „დიდი ხანია“ და ვისთანაცაა, ურჩიეთ, ასეთი სისულელეების ლაპარაკი და მუცლითმეზღაპრეობა ქვეყანას აზიანებს“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს აშშ-ის საელჩო უსმენს.