გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: დღევანდელი ჯარი 10 წლის წინანდელი ჯარის მომზადების დონისგან რადიკალურად განსხვავდება და ბევრად უფრო ძლიერია

12-06-2020

„დღევანდელი ჯარი 10 წლის წინანდელი ჯარის მომზადების დონისგან რადიკალურად განსხვავდება და ბევრად უფრო ძლიერია“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც მას დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მინისტრის თქმით, ეროვნული თავდაცვის ათწლიანი სტრატეგია შემუშავდება, რომელიც იქნება თავდაცვის ძალების ერთგვარი სტრატეგიული გზამკვლევი გრძელვადიან პერსპექტივაში.

„დღეს შემიძლია თამამად გითხრათ, რომ დღევანდელი ჯარი 10 წლის წინანდელი ჯარის მომზადების დონისგან რადიკალურად განსხვავდება და ბევრად უფრო ძლიერია. თუმცა, ჩვენი თავდაცვის ძალებიდან მისი შესაძლებლობების უფრო ეფექტიანი და თანმიმდევრული გაძლიერების მიზნით მიმდინარეობს ათწლიანი ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის შემუშავება. ეს იქნება თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიანი გეგმა. ამ დოკუმენტით მოხდება ჩვენი ქვეყნის მთლიანი რესურსის მობილიზაციის გზების და საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სხვა სამთავრობო უწყებების როლის განსაზღვრა, მთავრობის ერთიანი და კოორდინირებული ძალისხმევის ფარგლებში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930