12-06-2020
გადის თუ არა ვირუსი პლაცენტარულ ბარიერს? რა სიფრთხილის ზომები უნდა იქნას დაცული ძუძუთი კვების დროს? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობს ჟორდანია-ჩიქოვანის კლინიკის მეან-გინეკოლოგი ხათუნა გაბრიჭიძე.
რა არის კორონავირუსი?
– კორონავირუსი ანუ COVID-19 მწვავე რესპირატორული ინფექციაა გამოწვეული სპეციფიური ვირუსით SARS-COV-2 -ით.ის ცნობილ კორონავირუსების ოჯახს მიეკუთვნება . თავდაპირველად გაჩნდა ჩინეთის ვუჰანის პროვინციაში და სწრაფად გავრცელდა მსოფლიოში.სხვა კორონავირუსების მსგავსად ,ახალი კორონავირუსიც თავდაპირველად ცხოველებში გავრცელდა,კერძოდ ღამურებში.
როგორ ვრცელდება ეს დაავადება?
– ადამიანებს შორის ეს დაავადება ვრცელდება ძირითადად წვეთების მეშვეობით,რომელსაც ინფიცირებული პირი გამოჰყოფს ლაპარაკის,ხველის და ცემინების დროს.წვეთები ჰაერში დიდხანს არ ჩერდება. დაახლოებით ერთი მეტრის შემდეგ ეშვებიან სხვადასხვა ზედაპირზე, რომელსაც ჩვენ ხელებით ვეხებით. შესაბამისად უნდა მოვერიდოთ ხელით შეხებას თვალებზე, ცხვირსა და პირზე, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის მოხვედრა ჩვენს ორგანიზმში, ასევე უნდა დავიცვათ დაახლოებით 2 მეტრის სოციალური დისტანცია.
რა სიმპტომები ახასიათებს მას?
– უმეტეს შემთხვევაში ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და დაავადებულთა დახლოებით 81 % სამედიცინო ჩარევა არ სჭირდება. 15 % შემთხვევაში მიმდინარეობს მძიმედ და 4 % კრიტიკულად.ფილტვების ანთება დაავადების ერთ-ერთი სერიოზული გამოვლინებაა რომელიც ხასიათდება ცხელებით,მშრალი ხველით,სუნთქვის გაძნელებით,სისუსტით.ზოგიერთ პაციენტს ასევე აღენიშნებაგემოვნების და ყნოსვის დაქვეითება, უმადობა,კუნთების ტკივილი,ქოშინი და ხველა ნახველით.იშვიათ სიმპტომებს მიეკუთვნება ფაღარათი,სურდო,ყელის ტკივილი, თავის ტკივილი.
მიეკუთვნებიან თუ არა ორსულები კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფს და რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ვირუსით ორსულის ინფიცირებას?
-ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფს ძირითადად მიეკუთვნებიანხანდაზმულები და ისეთი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები,როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებები,შაქრიანი დიაბეტი,ავთვისებიანი სიმსივნეები და ა.შ.საბედნიეროდ არ არსებობს მტკიცებულება იმის რომ ორსული ქალი ზრდასრულ ადამიანზე მეტად არის კოვიდ-19 ის დაინფიცირების რისკ ჯგუფში,თუმცა ვინაიდან ორსულობა ისედაც საყურადღებო და განსაკუთრებული მდგომარეობაა,აუცილებელია ორსულებმა მკაცრად დაიცვან ყველა ის მითითება და რეკომენდაცია რაც მოწოდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.კვლევებმა დაადგინეს რომ,უკვე ინფიცირებულ ორსულებში,განსაკუთრებით რომელთაც განუვითარდათ პნევმონია, აღინიშნა გაზრდილი სიხშირე ნაადრევი მშობიარობის,სანაყოფო წყლის ნაადრევი დაღვრის,პრეეკლამფსიის და საკეისრო კვეთის.
რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ორსულმა ექიმს?
– თუ ორსულს დაეწყო ცხელება,ხველა ,სუნთქვის გაძნელება იგი შესაძლოა იყოს COVID-19 ით ინფიცირებული და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს შესაბამის დაწესებულებას.მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში სასურველია წინასწარ დაურეკოს ექიმს ან კლინიკას. მას მიეცემა რეკომენდაციები თვითიზოლაციაზე ან ჰოსპიტალიზაციაზე.
გადის თუ არა SARS COV 2 პლაცენტარულ ბარიერს?
– არ არსებობს ზუსტი მტკიცებულება იმის შესახებ რომ კორონავირუსული ინფექციის გამომწვევი SARS-COV-2 გადის პლაცენტარულ ბარიერს და იწვევს ნაყოფის ინფიცირებას.ამ ეტაპზე სულ რამოდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული ვირუსის პლაცენტარულ ქსოვილში აღმოჩენის და საშვილოსნოსშიდა შესაძლო ინფიცირების.კოვიდ პოზიტიურ ახალშობილთა შემთხვევები შეიძლება ყოფილიყო ცრუ-დადებითი ტესტის ან დაბადების შემდგომი ინფიცირების შედეგიც.
უნდა შევამციროთ თუ არა ორსულთა ექიმთან ვიზიტების რაოდენობა?
-დღევანდელი მოცემულობით რეკომენდებულია რომ მოხდეს აუცილებელი ანალიზების და კვლევების მაქსიმალურად ერთად დაჯგუფება. ასევე უნდა გამოვიყენოთ ორსულთა კონსულტირების სატელეფონო და ინტერნეტ რესურსები.დაწესებულებაში ვიზიტი ჩანიშნული უნდა იყოს ისეთ დროს ,როდესაც მაქსიმალურად გამოირიცხება სხვა პაციენტებთან ორსულის კონტაქტი.
არის თუ არა ორსულის COVID 19 -ით ინფიცირება საკეისრო კვეთის ჩვენება?
-არა, მშობიარობის მეთოდის არჩევაში COVID -19 -ს ცვლილება არ შეუტანია. ინფექციის ვერტიკალური გადაცემის დადასტურების შემთხვევაშიც კი საკეისრო კვეთის პირდაპირი ჩვენება არ არსებობს ,რადგან ნაკლებ სავარაუდოა რომ მან გააუმჯობესოს ახალშობილთა გამოსავალიდა მნიშვნელოვნად ზრდის დედის ოპერაციასთან ასოცირებული გართულებების რისკს.
გაუტკივარების რომელ მეთოდს ურჩევდით ინფიცირებულ ორსულ ქალს მშობიარობის დროს?
-ეპიდურული და სპინალური ანესთეზია რჩება საუკეთესო შეთავაზებად გაუტკივარების თვალსაზრისით.
შეუძლია თუ არა არაინფიცირებულ პარტნიორს/თანმხლებ პირს დაესწროს მშობიარობას?
-მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არ კრძალავს პარტნიორულ მშობიარობას,მაგრამ მკაცრად მოითხოვს რომ სამშობიარო ოთახში დამსწრე პირი იყოს შემოსილი სითხეგაუმტარი ხალათით და შესაბამისი ნიღბით.დასაშვებია მოლოდ ერთი პირის დასწრება ,რომელმაც ან უნდა დატოვოს ოთახი.
როგორ უნდა შეფასდეს ბავშვი?
-თუ დედას აქვს დადასტურებული კორონავირუსული ინფექცია, ახალშობილს დაბადების შემდეგ უნდა ჩაუტარდეს ტესტირება , უნდა მოხდეს მისი იზოლირება ჯანმრთელი ახალშობილებისგან და ზედამხედველობა უნდა განხორციელდეს ისე,როგორც COVID -19 ით ინფიცირებული პაციენტის მიმართ.
უნდა მოხდეს თუ არა დედის იზოლირება ახალშობილისგან?
-ახალშობილის დედისგან იზოლირება არ არის აუცილებელი იმ შემთხვევაში თუ ახალშობილიკოვიდ დადებითია. თუ განცალკევება ნაჩვენებია,მაგრამ ვერ სრულდება სხვადასხვა მიზეზის გამო , უნდა მივმართოთდედიდან ნაყოფზე ინფექციის გადაცემის შემცირების ღონისძიენბებს (მაგ.ფიზიკური ბარიერი,2 მეტრიანი დისტანციის დაცვა,დედის მიერ დამცავი აღჭურვილობის გამოყენება, ხელების ჰიგიენა,ჯანმრთელი პიროვნების დამხმარედ აყვანა ახალშობილის მოსავლელად.)
გადატანილი ინფექციის შემდეგ რამდენ ხანს უნდა დავიცვათ სიფრთხილის ზომები?
-სამშობიაროდან გაწერის შემდეგ ,დედამ უნდა გაარგძელოს ჰიგიენის წესების დაცვა გამოჯანმრთელებიდან ( რესპირატორული სიმპტომების გაქრობა და ცხელების არ არსებობა სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენების გარეშე) 72 საათის განმავლობაში. ამასთანავე, 10 დღე მაინც უნდა იყოს გასული პირველი სიმპტომების გამოჩენიდან.კოვიდ დადებითი ასიმპტომურიპაციენტების შემთხვევაში პირველი დადებითი ტესტის შემდეგ 10 დღის მანძილზე უნდა გაგრძელდეს სიფრთხილის ზომების დაცვა.
გადადის თუ არა ვირუსიდედის რძეში?
-დღეს-დღეისობით ერთეულ შემთხვევებშია აღმოჩენილი ვირუსი დედის რძეში.
რა სიფრთხილის ზომები უნდა იქნას მიღებული ძუძუთი კვების დროს?
-COVID -19 ინფექციის მქონე დედებმა ძუძუთი კვებისას აუცილებელია დაიცვან რესპირატორული ჰიგიენის წესები.დედა უნდა იყოს ნიღბით ,ძუძუთი კვებამდე აუცილებალია დაიბანოს ხელები საპნითა და წყლით ,ასევე ჩამოიბანოს ძუძუ კერტის მიმდებარედ საპნითა და წყლით.კვების დასრულებას ასევე უნდა მოჰყვეს ხელებისა და ძუძუს ჰიგიენა.თუ დაავადებულ ქალს არ შეუძლია ახალშობილის ძუძუთი კვება,სასურველია ხელებისა და ძუძუს ჰიგიენის შემდგომ გამოიწველოს რძე და ჯანმრთელმა დამხმარემ ბოთლით გამოკვებოს ახალშობილი.
რა რეკომენდაციები შეგიძლიათ მისცეთ ორსულებს?
-ორსულმა ქალბატონებმა და არა მხოლოდ ორსულებმა პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ვირუსით დაინფიცირებისა და გავრცელების თავიდან ასაცილებლად.რეკომენდებულია ხელების დაბანა საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში. მოერიდეთ სახეზე ხელით შეხებას ,განსაკუთრებით ცხვირთან,პირთან და თვალთან.ეცადეთ მოერიოთ ხალხმრავალ ადგილებს და დარჩეთ სახლში.იკვებეთ სრულფასოვნად,ჯანსაღი საკვებით.იყავით აქტიურნი.ეცადეთ აკეთოთ ის საქმე რაც მოგწონთ.ეცადეთ ნაკლები დრო დაუთმოთ ისეთ საინფორმაციო ნაკადს,რომელიც შიშს იწვევს.ხშირად ეკონტაქტეთ მეგობრებს ,ოჯახის წევრებსა და საყვარელ ადამიანებს.ძალიან მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ძილი და მოსვენება.