გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: საჰაერო თავდაცვა - თავდაცვის ძალების ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის პრიორიტეტია

12-06-2020

საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე გაამახვილა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საჰაერო თავდაცვა ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის პრიორიტეტია და უწყების ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს თანამედროვე საჰაერო თავდაცვის მართვისა და კონტროლის სისტემის, საჰაერო თვალთვალის შესაძლებლობების და  საჰაერო თავდაცვის ინტეგრირებული სისტემის მოდერნიზების მიმართულებებით.


„დაგეგმილი გვაქვს  სამანევრო ქვედანაყოფების თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსებით აღჭურვა. ეს პროექტი, რომლის განხორციელებაც დაგეგმილია უახლოეს მომავალში, ჩვენს ტაქტიკურ ქვედანაყოფებს უფრო ეფექტიანს გახდის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

„მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატებთან ანგარიშის წარდგენისას თავდაცვის მინისტრი ფრანგული პროექტით შესყიდულ საჰაერო თავდაცვის სისტემებსაც შეეხო. მისი თქმით, დასრულდა ფრანგული პროექტით შესყიდული საჰაერო თავდაცვის სისტემებისათვის განსაზღვრული ობიექტების მშენებლობა და სისტემების მონტაჟი. ახლა მიმდინარეობს დამატებით შესყიდული ახალი - მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა, რომელიც სავარაუდოდ 2021 წელს დასრულდება.


ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი ავიაციის განვითარებაზეც გააკეთა და განაცხადა, რომ უწყების ხელმძღვანელობა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ამ მიმართულების განვითარებას. 


„თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად მიმდინარეობს არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები. კერძოდ, დელტას ანგარებში ჩვენ ძალიან მალე დავიწებთ სუ-25-ისა და მოიერიშე შვეულმფრენის მი-24-ების რეაბილიტაციასა და განახლების პროცესს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930