გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კვების ობიექტების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის სურსათის ეროვნულ სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

12-06-2020

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები საზოგადოებრივი კვების ობიექტების საქმიანობის აღდგენასთან დაკავშირებით რესტორნებისა და სასტუმროების ბიზნესის დარგობრივ ასოციაციებს შეხვდნენ და არსებული გამოწვევების ფონზე დადგენილი მოთხოვნები და რეკომენდაციები გააცნეს. 

„სააგენტო არის მუდმივ მზადყოფნაში, ითანამშრომლოს ბიზნესსექტორთან. ტურისტული სეზონისთვის უმნიშვნელოვანესია კვების ობიექტების შეუფერხებელი ფუნქციონირება, რაც პირდაპირ კავშირშია ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების წესებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვასთან,“- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში გამართონ საკონსულტაციო შეხვედრები.

ბიზნესასოციაციებმა აღნიშნეს, რომ სექტორი მაქსიმალურად არის მობილიზებული იმისათვის, რომ ყველა მოთხოვნა იყოს გათვალისწინებული.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაციის, რესტორატორთა ასოციაციის, სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის, გასტრონომიის ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031