გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: მზად ვარ ცერებრალური დამბლით დაავადებულ 15 წლის გარემოვაჭრეს ფინანსურადაც დავეხმარო

28-03-2018

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას 15 წლის გიგი ანთაძის საკითხის გადაწყვეტა სთხოვა, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა პროდუქციას ყიდის.


კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოზარდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქში გარევაჭრობასთან დაკავშირებით, შესაბამისი რეგულაციები არსებობს.


„15 წლის გიგი ანთაძე, რომელიც ცერებრალური დამბლით არის დაავადებული, უკვე წლებია, რუსთაველის გამზირზე საკუთარი საცხოვრებლის სიახლოვეს, სხვადასხვა სახის ნივთებს ყიდის. ასაკის მიუხედავად, ბიჭუნა კერძო ბიზნესშია ჩართული. ბოლო პერიოდში, გიგი რუსთაველის გამზირზე, ფრეშწვენებს ყიდის და საკუთარი შემოსავლის წყარო აქვს. იცით, რომ ჩვენ გარევაჭრობასთან დაკავშირებით შესაბამისი რეგულაციები გვაქვს, რომელიც ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ვერ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ გიგი ანთაძე ცალკეულად იყოს გამოყოფილი და თავისი საქმიანობა განაგრძოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მზადაა, მოზარდს მაქსიმალურად დაეხმაროს.


„მინდა დავავალო სოფიო ხუნწარიას, რომ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რათა ამ ახალგაზრდას, რომელმაც პატარა ბიზნესი და მცირე შემოსავალი თავისით შექმნა, ყველანაირი პირობა ჰქონდეს. თუ საჭირო იქნება, მეც ჩავერთვები და ფინანსურ დახმარებაზეც მზად ვართ. გიგის ამ მიმართულებით, ყველანაირი ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930