გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე: ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთისგან მიზანმიმართული პოლიტიკური გზავნილები ისმის

12-06-2020

“ლუგარის ლაბორატორიაზე ეს რუსების ჩვეულებრივი პოლიტიკური მესიჯია ხოლმე და, რა თქმა უნდა, ჩვენმა ძირითადმა პარტნიორმა ამაზე შესაბამისი პასუხი მისცა და ძალიან კარგია”, – ამის შესახებ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

„ეუთო-ში რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ე.წ. ეს ბიოლაბორატორიებიო, ამერიკულიო, ისევ ამას უსვამენ ხაზს, უკრაინასა და საქართველოში ჩვენ წინააღმდეგ მუშაობენ და ცდებს აწარმოებენ ადამიანებზეო, როგორც იციან. ამაზე პასუხი აღარც მინდა, ეს რუსების ჩვეულებრივი პოლიტიკური მესიჯია ხოლმე და, რა თქმა უნდა, ჩვენმა ძირითადმა პარტნიორმა ამაზე შესაბამისი პასუხი მისცა და ძალიან კარგია.
ეს არის ჩვეულებრივი მიზანმიმართული პოლიტიკური გზავნილები რუსეთისგან, რომ ვთქვათ, რატომ გეხმარებიან ამერიკელები ქართველებს. არ არის, ბატონო, ეს ამერიკული ბიოლაბორატორია, ქართულია, გადაგიყვანთ და გაჩვენებთ. ქართულია ეს ლაბორატორია და არის მიმართული იმისკენ, რომ დაიცვას მოსახლეობა სწორედ იმ ტიპის ინფექციური დაავადებებისგან, რაც ახლა მიმდინარეობს მთელს მსოფლიოში და კიდევ მსგავსი.
​მიდით ნებისმიერ დროს ლუგარის ლაბორატორიაში, დილის 9 საათიდან მეორე დილის 9 საათამდე იქ სამი გუნდი მუშაობს, რათა მარტო ლუგარში ყოველდღიურად 1000 ადამიანი იყოს გამოკვლეული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისათვის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის ბიოლაბორატორიებში განსაკუთრებით საშიში პათოგენებით დახურული ექსპერიმენტები ტარდება  – ჭირისა და ჰემორაგიული ცხელების ჩათვლით.

კვირა

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930