გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ცოტა მეტი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ იმისთვის, რომ რასაც მივაღწიეთ, შევინარჩუნოთ და ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, იშრომონ და ოჯახში შემოსავალი შეიტანონ

12-06-2020


წავიდა ტენდენცია, თითქოს რაღაც დავამარცხეთ არაფერი არ დაგვიმარცხებია, რეალურად, როგორც კი ქვეყანაში ეკონომიკური შეზღუდვები მოვხსენით და მობილობა გაიზარდა, ინფიცირებულების რაოდენობა გაგვეზრდება ეს ფაქტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პასუხისმგებლობა და მზაობა უნდა იყოს უფრო მეტი, რათა ქვეყანას კიდევ ერთხელ თავიდან არ მოუწიოს ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება.



„ჩვენი პასუხისმგებლობა და მზაობა უნდა იყოს უფრო მეტი - უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ, უფრო მომზადებულები, გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვირჩევენ - პირბადე, სოციალური დისტანცია და ა.შ. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს აუცილებელია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ თავიდან არ მოგვიწიოს ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება. ცოტა მეტი ძალა უნდა დავატანოთ თავს, ცოტა მეტი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ იმისთვის, რომ რასაც მივაღწიეთ, შევინარჩუნოთ და ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, იშრომონ და ოჯახში შემოსავალი შეიტანონ. იქ, სადაც შესაძლებელია დისტანციურად შრომა, უნდა ვიყოთ დისტანციურად. სადაც არ არის საჭირო დიდი სოციალური შეკრებები, არ უნდა ვიყოთ ასეთ შეკრებებზე. არ არის საჭირო დიდი დაბადების დღეების გადახდა. უნდა გავუფრთხილდეთ და მეტი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს ერთმანეთის მიმართ. ახლა უფრო მეტი აუცილებლობაა, რომ ერთმანეთზე ვიზრუნოთ. პასუხისმგებლობა უნდა იყოს უფრო მეტი. როდესაც გადაადგილება, ტრანსპორტი და კიდევ ბევრი რამ იყო შეზღუდული, რა თქმა უნდა, შევზღუდეთ ვირუსის გავრცელებაც, მაგრამ ახლა, როდესაც მოვხსენით ყველაფერი, იმიტომ, რომ ადამიანებმა ოჯახები არჩინონ და ყველანი ვმოძრაობთ, ჩვენ უკვე ჩვენ თავს უნდა დავუწესოთ თვითშეზღუდვა. ეს უნდა იყოს თითოეული მოქალაქის აბსოლუტურად გააზრებული და ნებაყოფლობითი ნაბიჯი. ეს თვითშეზღუდვა არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ვიზრუნოთ ერთმანეთზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930