გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

12-06-2020

 

➡️ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან და სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთან, თეიმურაზ გძელიშვილთან ერთად, მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა, ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს. ზოგიერთ მონაკვეთზე მეწარმეებს მიეცათ შენიშვნა ხარისხის გამოსასწორებლად.

  1. სოფელ ფსორში - სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია.

შემსრულებელი - ი/მ ფარნაოზ კიკვიძე

ჯამური ღირებულება - 10000 ლარი.

დაფინანსების წყარო - სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.

  1. სოფელ ხირხონისში - ( ასევე ქორთასა და ქრისტესში) სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია

შემსრულებელი - ი/მ ტარიელ ჩიხრაძე

ჯამური ღირებულება - 17956.05 ლარი.

დაფინანსების წყარო - 100 % სახელმწიფო

  1. სოფელ გომში - გზის რეაბილიტაცია.

შემსრულებელი - ი/მ გიორგი მეტრეველი

ჯამური ღირებულება - 10 000 ლარი.

დაფინანსების წყარო - სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.

  1. სოფელ ლაგვანთაში - მდინარე საკაურაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები, კალაპოტის ფორმირება

შემსრულებელი - შპს „ რაჭა - 2005“

ჯამური ღირებულება - 74462, 89 ლარი.

დაფინანსების წყარო - 100% სახელმწიფო

  ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები საქართველოში ახალი კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გავრცელებისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შემუშავებული, რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930