გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

12-06-2020

12 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ ,მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად , გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს "იერი", შპს „ ცოტნე“, შპს „ ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი’, შპს „ რაჭა 2005“, შპს „ მეგობრობა 2011 , შპს "ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის" ,“ წარმომადგენლებთან , ასევე ი/მ ვახტანგ ბუაძესთან, ი/მ რუბენ ლუტიძესა და რამაზ გოგლიძესთან.
შეხვედრაზე განიხილეს ქ. ონის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის (მეორე ეტაპი) სამუშაოების, ძველი ადმინისტრაციული სახლის დემონტაჟის , სოფლებში ( სორსა და ქვემო ბარში წყალსადენის რეაბილიტაციის საკითხი, ისაუბრეს სოფელ ღებსა და პიპილეთში საჯარო სკოლების და ქალაქ ონის სპორტული კომპლექსის რებილიტაციის შესახებ , სოფელ სორში ნაპირდამცავი სამუშაოების მიმდინარეობის , სოფელ ხირხონისში გზის რეაბილიტაციის, სოფელ ლაგვანთაში მდინარე საკაურაზე კალაპოტის ფორმირებასა და დამცავი ლოდნარი ჯებირის მოწყობის შესახებ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე და სხვა საყურადღებო საკითხებზე, განსაკუთრებით აღინიშნა სოფელ ღებში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა, მეწარმეს მიეცა გაფრთხილება და კონკრეტული ვადა, დაწყებული სამუშაოების დასასრულებლად, გეგმა - გრაფიკთან ჩამორჩენის შემთხვევაში განხორციელდება კანონით დადგენილი პროცედურები.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930