გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: 480 ერთეული სპეციალური ტექნიკის შეძენას ვგეგმავთ

13-06-2020

საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, თავდაცვის ძალების გაძლიერებისა და განვითარებისთვის დღეს უკვე განხორციელდა რეფორმები და გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები. მოხსენებისას თავდაცვის მინისტრმა ლოჯისტიკური და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებაზე იმსჯელა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულების საჭიროება მკაფიოდ გამოიკვეთა პანდემიის საპრევენციო აქტივობებში.

მისი განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის იგეგმება რამდენიმე ასეული ნატოს სტანდარტების, ევროპული ბრენდების, ახალი სპეცტექნიკის შეძენა. „ჩვენ ჯარს საკმაოდ მოძველებული სპეცტექნიკით უწევს გადაადგილება და და სხვადასხვა ამოცანის შესრულება, რაც არ შეესაბამება სტანდარტს და ვგეგმავთ 480 ერთეული სპეციალური ტექნიკის შეძენას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031