13-06-2020
საბერძნეთში, ათონის მთაზე ტყეში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ათობით მეხანძრე, 3 თვითმფრინავი და სახანძრო ავიაციის ვერტმფრენი მუშაობს. ცეცხლის ლოკალიზაცია ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, თუმცა სპეციალისტები აცხადებენ, რომ ხანძარი ქილენდარის მონასტერს საფრთხეს არ უქმნის.
ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად მეხის დაცემა სახელდება.