გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ აღაიანში 13 ივნისის ტრაგედიისას დაღუპულ მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

13-06-2020

სოფელ აღაიანში კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა, ომის ვეტერანებმა და სოფლის მოსახლეობამ 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიისას დაღუპულ მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ სოფლის ცენტრში მდებარე მისი მემორიალი და საფლავი გვირგვინებით შეამკეს.

მეხანძრე-მაშველის მემორიალს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებიც ესტუმრნენ და ყოფილი თანამშრომელი გაიხსენეს, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებას საკუთარი სიცოცხლე შეწირა.

13 ივნისს, როდესაც მდინარე ვერე კალაპოტიდან გადმოვიდა, უამრავ ადამიანს და მათ საცხოვრებელ სახლებს საშიშროება შეუქმნა, ზურაბი ღვარცოფს არ შეუშინდა და საკუთარი სიცოცხლის ფასად 7 ადამიანი გადაარჩინა.

ზურაბ მუზაშვილი გარდაცვალების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა „თავდადები“-ს მედლით დააჯილდოვა, ხოლო მისი სახელი თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა.

ზურაბ მუზაშვილი საქართველოს გმირია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031