გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

13-06-2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, 13 ივნისი არის ტრაგედიის და ამავდროულად, საზოგადოების ერთიანობის და სოლიდარობის დღე.

„2015 წლის 13-14 ივნისის მოვლენების დროს ვნახეთ, რას ნიშნავს საზოგადოების სოლიდარობა და გვერდში დგომა. 13 ივნისი არის ტრაგედიის და ამავდროულად, საზოგადოების ერთიანობის და სოლიდარობის დღე. დღევანდელი აქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ, ახალგაზრდებს გვაქვს ვალდებულება, ვიდგეთ საზოგადოების და სახელმწიფოს გვერდით“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

როგორც მან აღნიშნა, პანდემიის პერიოდში ორგანიზაციის წევრები მოხალისეობრივ საქმიანობაში არიან ჩართული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031