გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია მზიურის პარკის რეაბილიტაციისთვის ინფრასტრუქტურის მინისტრს მადლობას უხდის

13-06-2020

მზიური არის საბოლოო ნაბიჯი, შედეგი. ამას მოჰყვა აქ ხეობის გაწმენდა, სრულად არის დაზღვეული შემდგომ ასეთი სტიქიის განმეორების შესაძლებლობა, აღდგა ბევრი გზა და კიდევ ბევრი სამუშაო იყო ჩატარებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მზიურის პარკის გახსნის დროს, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მზიურის პარკის რეაბილიტაციის დასრულებით, დასრულდა დიდი სამუშაო.

„ამ გაწეული შრომისთვის მე, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს. უდიდესი სამუშაოა ჩატარებული. ამასთან ერთად, მინდა ბატონ ელჩს გადავუხადო მადლობა, იმ წვლილისთვის, რომელიც ევროკავშირმა შეიტანა ამ სარეაბილიტაციო საქმეებში და რა თქმა უნდა, ბატონ მერს, რომელმაც ეს ყველაფერი, როგორც მას სჩვევია, გემოვნებით და რაც მთავარია, ყველასთვის, თბილისელებისათვის, მათზე ზრუნვის უდიდესი გამოვლინებით დაასრულა. კიდევ ერთხელ, მინდა პატივი მივაგოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენ დავკარგეთ, გავიხსენოთ ის გმირი მაშველი, რომელმაც ჩვენი 8 მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა და თავი შეწირა მათ გადარჩენას. კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა ვუთხრა იმ ახალგაზრდა თაობას, რომლებმაც ყველანაირი თხოვნის გარეშე, დადგნენ იქ, სადაც უნდა მდგარიყვნენ და გააკეთეს ის საქმე, რომელიც მათ სამშობლოს, მათ ქალაქს და მათ მოქალაქეებს სჭირდებოდათ. ერთმანეთზე ზრუნვა არის ერთადერთი გამოსავალი, ჩვენი წარმატებული მომავლისთვის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930