13-06-2020
„თუ ასეთი ვითარება დადგა და თუ მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე პერიოდს, ამ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუმცა, ამაშიც არაფერია ტრაგიკული. თუ ეს მოხდა ოქტომბერში, თუ ეს იქნა აუცილებელი, ამ შემთხვევაში ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები და ჩატარდება პირობითად, დეკემბერში და ეს არსებით საფრთხეს მაინც არ შეუქმნის დემოკრატიას“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, რისკები რომელიც აცივებას უკავშირდება, რაც ემთხვევა არჩევნების თარიღს. მისივე თქმით, საუბარია კონსტიტუციურ მოცემულობაზე და სასწორზე დევს ორი საკითხი, რომ არჩევენები შეიძლება გახდეს ეპიდემიის გავრცელების წყარო და მეორე მხარე დგას არა არჩევნების ჩატარება-არჩატარების საკაითხი, არამედ მისი თარიღის საკითხი.
„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ ამის საჭიროება არ დადგება, თუმცა ვიცით, რომ რისკები არსებობს. აციებას უკავშირდება რისკების გაზრდა და სამწუხაროდ ეს არჩევნები კონსტიტუციის თანახმად უნდა გაიმართოს 31 ოქტომბერს, მეორე ტური კი სამ კვირაში. როგორი მაჩვენებლებიც არ უნდა გვქონდეს ჩვენ ოქტომრისთვის, მაინც გარკვეული წესები აუცილებლად უნდა დადგინდეს და ამაზე ჩვენ უკვე გვაქვს კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და სხვა სუბიექტებთან, რომლებიც არან დაინტერესებული ამ საკითხით, მაგრამ შეიძლება იყოს ვითარება, როდესაც ასეთი წესების დაცვამაც, მაგალითად საარჩევნო უბნებში პირბადეების ტარება, ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება, შეიძლება არ მოგვცეს გარკვეულ ვითარებაში არჩევნების ჩატარების საშუალება.
საუბარია კონსტიტუციურ მოცემულობაზე. ერთია ეპიდემიის გავრცეება და ასევე საუბარიარომ მეორე ტალღა შიძლება უფრო მძიმეც იყოს ვიდრე პირველი, ამ შემთხვევაში სასწორზე დევს ორი საკითხი, რომ არჩევენები შეიძლება გახდეს ეპიდემიის გავრცელების წყარო და მეორე მხარე დგას არა არჩევნების ჩატარება-არჩატარების საკაითხი, არამედ მისი თარიღის საკითხი. ამ შემთხვევაში კონსტიტუცია იძლევა პასუხს. თუ აუცილებელი იქნება პირობითად ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ეპიდემიის სამართავად, ამ შემთხვევაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა, გაუქმდება რაღაც პერიოდში და იქედან 45 დან 60 დღემდე ვადაში ტარდება არჩევნები. ეს შეიძლება იყოს დეკემბერი, იანვარი. საუბარი მაქვს პროგნოზებზე კონსტიტუციიდან გამომდინარე, თუმცა, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ ეს არ მოხდება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.