გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: 13 ივნისი არის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა მოგვცეს მაგალითი ერთიანობის, სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის

13-06-2020

ეს არის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა მოგვცეს უდიდესი მაგალითი ერთიანობის, სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის. ეს ის მაგალითია, რომელიც ჩვენთან ერთად უნდა დარჩეს და სადღაც, ბოლოში სინათლე დაგვანახოს. ეს ის მაგალითია,რომელიც დღეს ჩვენ ასევე გვჭირდება, როდესაც გვაქვს სერიოზული გამოწვევა, სერიოზული ეპიდემია. ეს ახალგაზრდები არიან იმედის და მაგალითის მომცემი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მზიურის განახლებული პარკის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაური განახლებულ პარკში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 13 ივნისის მსგავსი გამოწვევების წარმატებით დასრულების შედეგად იქმნება წარმატებული სახელმწიფოები.

„დღეს ქვეყნისთვის და ამ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და ტრაგიკული დღეა. 2015 წელი, 13 ივნისი - ეს დღე ყველას გვახსოვს, ეს იყო შოკისმომგვრელი სტიქია თითოეული ჩვენგანისთვის და ყველას გვახსოვს,რა მძიმე იყო პირველი წუთები, იმის გააზრება, რა მოცულობის და მასშტაბის იყო ეს სტიქია. ეს თითოეულმა თბილისელმა წუთების განმავლობაში გაიაზრა. ეს იყო სრულიად მოულოდნელი სტიქია,რომელსაც შეეწირა ჩვენი 21 მოქალაქის სიცოცხლე. ჩვენი 2 მოქალაქე დღესაც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ასობით ადამიანმა განიცადა სერიოზული ზარალი. მინდა აღვნიშნო ზურა მუზაშვილი, მაშველი, გმირი ადამიანი, რომელმაც 8 მოქალაქე გადაარჩინა, წყლიდან გამოიყვანა, მაგრამ ის თავად დაიღუპა. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს დღე, ეს სახელი და ეს ადამიანები. ეს არის უდიდესი ტკივილის დღე,მაგრამ როგორც ქართელებს გვჩვევია, სანამ რაღაც დიდი გამოწვევა არ გვაქვს, არ გავერთიანდებით. ეს არის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა მოგვცეს უდიდესი მაგალითი. ერთიანობის, სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის. ეს ის მაგალითია, რომელიც ჩვენთან ერთად უნდა დარჩეს და სადღაც, ბოლოში სინათლე დაგვანახოს.ეს ის მაგალითია,რომელიც დღეს ჩვენ ასევე გვჭირდება, როდესაც გვაქვს სერიოზული გამოწვევა, სერიოზული ეპიდემია. ეს ახალგაზრდები არიან იმედის და მაგალითის მომცემი. 13 ივნისი დიდი ტკივილის დღეა, მაგრამ დიდი იმედის დღეც არის. ეს ის თაობა იყო, რომელმაც აჩვენა სასწაული ორგანიზებულობა, ისეთი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელსაც არავინ ელოდა. ეს ახალგაზრდები დაორგანიზდნენ და გააკეთეს საქმე, ის საქმე, რომელიც თითოეულ ამ ქვეყნის მოქალაქეს უნდა გაეკეთებინა, აიტომ მინდა მათ მადლობა გადავუხადო.ეს ის თაობაა, რომელმაც სულ ახლო მომავალში, ამ ქვეყნის განვითარებაში თავისი სიტყვა უნდა თქვას და ჩვენ მათი იმედი უნდა გვქონდეს. ისეთი გამოწვევების, ისეთი პრობლემების, პრძოლების, როგორიც იყო 13 ივვნისი და როგორც ვიბრძვით ჩვენ დღეს, ასეთი ბრძოლების წარმატებით დასრულების შედეგად იქმნება წარმატებული სახელმწიფოები, წარმატებული თაობები და მე დარწმუნებული ვარ, ეს ის თაობა იქნება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაშ თავის სიტყვას იტყვის. მე მინდა მათ მადლობა გადავუხადო, მინდა მწუხარება გამოვთქვა იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ჩვენ დავკარგეთ და იმედი გამოვთქვა, რომ ის ყველაფერი, რაც ამ 5 წლის განმავლობაში გაკეთდა, ასეთ დიდ რისკს ამ ქალაქს აარიდებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930