14-06-2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეთოთხმეტე პაციენტი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 851 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 702 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 2795 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 252 ადამიანი რჩება.