14-06-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა პეკინის გამზირის, დიღმის მასივის III, IV კვარტლების, მიქელაძის, გულუას, დიდი ხეივნის, ნიშნიანიძის, გორგასლის, მარჯანიშვილის, გოთუას და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 11 საათამდე კი სოფელი დიღმის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, მეფე მირიანის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ცოტნე დადიანის, ზესტაფონის, ხვინგიას, ცისატრყელას, ტრაქტორის, ბენდელიანის, ზეკარის, სვირის, კიშინიოვის, დარკვეთის, გეგუთის, ჯავის, ლუბოვსკის, სანერგეს, ლისაშვილის, თოდრიას, სანავარდოს, ასურეთის, კურსების, მირზაანის, ჟღენტის, წერონისის, ლაითურის, ბუგეულის, მაჩხაანის, ცინცაძის, სვანეთის, იმერეთის, სააკაძის, მანჯგალაძის, ნიკო მარის, ხევსურეთის, ლეჩხუმის, რიონჰესის, ჭიჭინაძის, მრევლიშვილის და დიდი ჯიხაიშის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო
11 საათიდან 16 საათამდე კანდელაკის, ტაშკენტის, ბუდაპეშტის და ფანჯიკიძის ქუჩების მაცხოვრებლები.
"თელასის" ინფორმაციითვე, 11 საათიდან 19 საათამდე შეზღუდვა გლდანის მასივის V მიკრორაიონის, გივისვანიძის და თამარაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 14 საათამდე ფეიქართა და წყალსადენის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 13 საათამდე ჯორჯიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.