გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონლაინსივრცეში ახალი სახიფათო ინტერნეტთამაში გამოჩნდა - ფსიქოლოგი არ გამორიცხავს, რომ გართობა შესაძლოა სუიციდით დასრულდეს

15-06-2020

მოზარდის მშობელი "კურიერთან" ახალ ინტერნეტთამაშზე საუბრობს. მშობელი ყვება, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი ახალი აპლიკაციით რამდენიმე დღის წინ დაინტერესდა და ამის შესახებ დედას უამბო.

მშობელი, რომელიც საჯაროდ არასრულწლოვანი შვილის გამო არ ჩნდება, ამბობს, რომ მოზარდი წარსულში სახიფათო ინტერნეტთამაშებით დაინტერესებული იყო და ამიტომ შვილის ინტერნეტთან კონტაქტს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

ახალი ინტერნეტაპლიკაციის ჩამოწერა მხოლოდ ტელეფონიდან შეიძლება, ასაკობრივი ზღვარი 12 წლიდან იწყება, თუმცა გადმოწერის შესაძლებლობა ნებისმიერს აქვს. სახიფათო ინტერნეტთამაში არაბული წარმომავლობისაა და მსოფლიოს მასშტაბით 5 მილიონზე მეტი მომხმარებელი უკვე ჰყავს. თამაშში, ძირითადად კითხვა-პასუხებია, ვირტუალური პერსონაჟი მოთამაშეს კონკრეტულ დავალებებს აძლევს - ეს შეიძლება იყოს მაგალითად, ბნელ ოთახში გასვლა და საშინელებათა ფილმის ნახვა. დავალებები თანდათან რთულდება, ბოლო მისია კი, რომელსაც მოთამაშე ასრულებს, სასაფლაოზე გასვლაა. 

საქართველოში ახალმა თამაშმა არაერთი მოზარდი უკვე დააინტერესა, ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი საუბრობს, რომელიც ამ მიმართულებით უკვე წლებია, მუშობს. ნანა ბერძენიშვილმა თამაშის პრინციპი შეისწავლა. მისი თქმით, გართობის მიზანი არასრულწლოვნის სრულად დამორჩილება და  ფსიქიკის შერყევაა, რაც, შესაძლოა, სუიციდით დამთავრდეს.

სახიფათო ინტერნეტთამაშების სიმრავლეზე ყურადღებას ფსიქოლოგები ამახვილებენ. მაქსიმალური ნდობა, ყურადღება და მოზარდებში ცნობიერების ამაღლება - ეს ის ძირითადი რჩევებია, რომლებსაც სპეციალისტები მშობლებს აძლევენ.

სახიფათო რომ არის, ამაზე უკვე იმ ქვეყანაშიც საუბრობენ, სადაც თამაში შეიქმნა. აპლიკაციის შესახებ სტატიები საერთაშორისო მედიაშიც დაიწერა.

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930