გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარინა ეზუგბაიამ კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების კლასტერები დაასახელა

15-06-2020

უცნობი წყაროს რაოდენობა ალბათ შემცირდება და კონტაქტების პირვლწყარო ითქმება, თუმცა ალბათ რამდენიმე დღე კიდევ დაგვჭირდება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, წყაროს გარეშე პაციენტების მოძიების შედეგად იკვეთება, რომ ალბათ, კონტაქტები გამოვლინდება.

„15 ახალი დადასტურებული შემთხვევის ანალიზი ასეთია: 2 სამედიცინო პერსონლის წარმომადგენელია, 5 საკარანტინო სივრციდან გახლავთ, ოღონდ შემოტანილი, ასე ვთქვათ, იმპორტირებული შემთხვევებია, ასევე 5 პაციენტი არის საკარანტინო სივრციდან და ისინი კონტაქტებია დადასტურებულ შემთხვევებთან. ერთი საბურთალოს კლასტერის წყაროსთან მყოფი კონტაქტია და ორი პაციენტის წყაროს მოძიება ახალია და გრძელდება. საერთოდ წყაროს გარეშე პაციენტების მოძიების შედეგად იკვეთება, რომ ალბათ კონტაქტები გამოვლინდება, უბრალოდ ამას კიდევ სჭირდება დაზუსტება, ამიტომ გარკვეულწილად უცნობი წყაროს რაოდენობა ალბათ შემცირდება და კონტაქტების პირვლწყარო ითქმება, თუმცა ალბათ რამდენიმე დღე კიდევ დაგვჭირდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი დაინფიცირდა, 1 კი გამოჯანმრთელდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 879 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 704 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031