15-06-2020
"ამას სახელმწიფო ისედაც ახორციელებდა, თუმცა, ჩვენ კიდევ უფრო ვაფართოებთ მიზნობრივ ტესტირებას", - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელეს და ტესტირებასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს.
„კიდევ უფრო ვაფართოებთ იმ ჯგუფებს, რომლებიც მომეტებული რისკის ქვეშ არიან და რომლებიც ეტაპობრივად დაექვემდებარებიან ტესტირებას. მათ ჩაუტარდებათ ტესტირება გარკვეული ეტაპების დაცვით და ეს წრე, იმ პირების და იმ ჯგუფების, რომლებიც ტესტირებას დაექვემდებარებიან, სულ უფრო და უფრო გაფართოვდება, იქნება მზარდი“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.