15-06-2020
სოფელ თხინვალში მოსახლეობამ მიწის ფართობის აუქციონზე გატანა გააპროტესტა. მოგვიანებით შეკრებილებს ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი შეხვდა და პირობა მისცა, რომ აღნიშნული ტერიტორია აღარ გაიყიდებოდა.
მოსახლეობის თქმით, აღნიშნული სივრცე დასახლებაში ერთადერთია, სადაც ახალგაზრდები იკრიბებიან და მისი მაღალსართულიანი შენობებით ჩანაცვლება არ სურდთ.
პრობლემაზე სასაუბროდ ადგილობრივებთან „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავაც იმყოფებოდა.