გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს: უდიდესი პატივია დღეს თქვენთან კახეთში შეხვედრა, რადგან დღეს არის 15 ივნისი და საქართველოში გაიხსნა შიდა ტურიზმი

15-06-2020

"პირველ რიგში, მინდა გითხრათ თითოეულ თქვენგანს რომ ჩვენთვის უდიდესი პატივია დღეს ამ შეხვედრის აქ გაკეთება, რადგან დღეს არის 15 ივნისი და საქართველოში გაიხსნა შიდა ტურიზმი. კახეთის რეგიონს გაუმართლა, რადგან მას როგორც ტურისტები, ეწვივნენ ჩვენი ქვეყნის ყველაზე საუკეთესო მეგობრებო - ჩვენი ელჩები", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, კახეთში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, წარმატება, რომელსაც საქართველომ დღეის მდგომარეობით მიაღწია, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ თითოეული მოქალაქის და ქვეყნის მეგობრების დიდი დამსახურებაა.

„ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ყველაფერს, რაც დაკავშირებულია, დღეის მდგომარეობით, ტურიზმის აღდგენასთან. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა როგორც ქვეყნისთვის, ისე ამ რეგიონისთვის. პირველ რიგში, მინდა, უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს აქ ყოფნისთვის და ამასთან ერთად იმ დახმარებისთვის, რომელსაც ჩვენი მეგობრები უწევდნენ ჩემს ქვეყანას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს რომ ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დღეს ჯერ-ჯერობით ვთქვათ - რომ საქართველომ შეძლო ვირუსის პირველი ეტაპის შეჩერების, მეორე ეტაპის შეკავების და ახლა გადავხდივართ მესამე - მართვის და ადაპტაციის ეტაპზე, არ არის მხოლოდ საქართველოს მთავრობის დამსახურება, არამედ ჩვენი თითოეული მოქალაქის, და, რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრების. არ მინდა ვინმე გამოვყო, ყველამ კარგად იცის, თუ რა დახმარება გაუწიეთ თქვენ ჩვენს ქვეყანას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მინდა, დღეს ჩვენი შეხვედრა იყოს არაფორმალური, მეგობრული, იდეების, აზრების გაცვლისთვის, ამიტომ შევარჩიეთ ეს ადგილი და წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ როგორც ტურისტები სტუმრად დღეს კახეთში, ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი,“ - მიმართა პრემიერმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
მისივე განცხადებით, გლობალურ პანდემიას ცალკე აღებული ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაამარცხებს, ამიტომ კრიზისი არის ერთგვარი შესაძლებლობა - მეტი სოლიდარობის გამოსავლენად.

„გამოწვევა, პანდემია გლობალურია, ის უკვე გადაიზარდა სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისში და ყველას კარგად გვესმის, რომ არა თუ პატარა საქართველო, დიდი, ძლიერი, სისტემური ქვეყნებიც ცალკე აღებული ამ გლობალურ გამოწვევას ვერ გაუძლებენ, ვერ გაუმკლავდებიან და ვერ დაამარცხებენ. ამიტომ ეს კრიზისი ჩვენი დღევანდელი ცხოვრებისთვის არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ სოლიდარობა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ და ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, სადაც პატარა საქართველოს შეუძლია თავისი ფუნქცია შეასრულოს. ფუნქცია -თვითონ, თავის ტერიტორიაზე, თავის სახელმწიფოში, ქვეყანაში, სწორედ მართოს რისკები, შეძლოს ვირუსის შეჩერება, შემდეგ მკურნალობა მოქალაქეების და ამით შესაბამისი ფუნქცია შეასრულოს გლობალურად ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930