15-06-2020
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში უბედური შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი 12 წლის მოზარდს დაეჯახა, რომელიც სასწრაფო დახმარების მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.
საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.