გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გახარია: საგანგებო მდგომარეობის დროს, არც ერთი შემთხვევა ადამიანის ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლების უმიზეზოდ შეზღუდვისა, ქვეყანაში არ დაფიქსირებულა

15-06-2020

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს, ყველა აუცილებელ ღონისძიებას ჰქონდა თავისი მიზეზ-შედეგობრივი ახსნა და პირდაპირ იყო მიმართული ეპიდემიის გავრცელების, გეოგრაფიის და სისწრაფის შენელებისკენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, კახეთში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საზოგადოებაში დაგროვილი კითხვებიდან გამომდინარე, მთავრობის ადმინისტრაციამ შეადგინა ანგარიში, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი ქვეყნის ხელისუფლების მიერ საგანგებო მდგომარეობის პირობებში გადადგმული თითოეული ნაბიჯი.

„არც ერთი შემთხვევა, ადამიანის ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისა უმიზეზოდ ამ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. საარჩევნო წელიწადია, ბუნებრივია, პოლიტიკური პროცესი და ტემპერატურა იწევს, ამის გათვალისწინებით, ჩვენ როდესაც დავიწყეთ საგანგებო მდგომარეობიდან გამოსვლა, კითხვებიდან გამომდინარე რომელიც საზოგადოებაში, სამოქალაქო სექტორში ისმოდა, პირველი შემთხვევა იყო ალბათ, რომ მთავრობამ თავისი ნებით, გარდა იმისა რომ მე თვითონ მივედი პარლამენტში და იქ კითხვებს ვუპასუხე, საკუთარი ნებით, მთავრობის ადმინისტრაციამ შეადგინა ანგარიში. სერიოზული ნამუშევარია, რომელიც ქართულად უკვე გამოქვეყნდა, ხვალ გამოქვეყნდება ინგლისურად და შეგიძლიათ გაეცნოთ. იქ დეტალურადაა განხილული საგანგებო მგომარეობის პირობებში საქართველოს მთავრობის ყველა ნაბიჯის ახსნა, მისი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დასაბუთება და აქვე არის ყველაფერი ახსნილი, თუ როგორ ვუყურებთ ხვალინდელ დღეს. ეს გამოცდილება, რომელიც ბოლო 4-5 თვეში მივიღეთ არ უნდა დაიკარგოს და ამ ანგარიშზე მუშაობისას მივხვდით, რომ ქვეყანაში აუცილებელია სერიოზული, საკმაოდ ღრმა კვლევის ჩატარება ეპიდემიის ზეგავლენის ადამიანის სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროებზე. ეს შეიძლება იყოს ადამიანების უფლებები, მოწყვლადი ჯგუფების უფლებები, ბავშვების უფლებები, ამ კრიზისის დროს გამოჩნდა ხანდაზმულთა უფლებების დაცვის საკმაოდ სპეციფიური ნიუანსები, რომლებიც გასათვალისწინებელი იყო,“ - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურთან ერთად, კახეთში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პრესსპიკერი ირაკლი ჩიქოვანი ხვდებიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930