15-06-2020
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კომბინატის დასახლებასთან ახლოს, ე.წ. ვექტორის უბანში მდინარეში 13 წლის ბავშვი დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი მდინარეში საბანაოდ მეზობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს.