გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკა გვარამია: ვიცოდით, რომ გაბუნიას უთვალთვალებდნენ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება გვეგონა

15-06-2020

ვიცოდით, რომ გაბუნიას უთვალთვალებდნენ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება გვეგონა, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა., სადაც აღნიშნა, რომ რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იგეგმებოდა.

“ამაზე გაფრთხილება ყოფილა ჩვენი კავკასიელი მეგობრებისგან და არა მხოლოდ. ჩვენი წყაროს ცნობით კონტრტერორისტული სამსახურიდან ინფორმაცია ცნობილი გახდა და გამოძიება დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინელებისთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე თვის წინ, ეთნიკურად ჩეჩენის, თუ არ ვცდები უკრაინის მოქალაქის მიერ ხდებოდა კოორდინაცია გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციაზე. აღნიშნული იმართებოდა რუსეთის ტერიტორიიდან, კერძოდ ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან, ხოლო უშუალო განხორციელება მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე.

თვეების განმავლობაში გაბუნიას უთვალთვალებდნენ. ჩვენ მაშინვე გავაძლიერეთ მისი დაცვა. გვქონდა ინფორმაცია, რომ უთვალთვალებდნენ, მაგრამ არ დაგიმალავთ, რომ ეს გვეგონა ხელისუფლება. იმიტომ, რომ ჩემით დაწყებული გაბუნიათი გაგრძელებული და სხვებით ყველას უთვალთვალებს ხელისუფლება. ჩვენთვის ეს ინფორმაცია მაშინ არ იყო ცნობილი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია საქართველოსთვის შეუტყობინებლად უკრაინის ტერიტორიაზე დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა გამოძიება. ამის მიზეზი იყო ის, რომ საქართველო არ არის სანდო პარტნიორი, როცა გამოძიება მიმდინარებს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ და დიდი ეჭვი არსებობდა აქედან ინფორმაციის გაჟონვისა. კორონას პანდემიის დროს, როცა კონტროლი მოიშალა, საქმე გადმოეგზავნა საქართველოს სამართალდამცველებს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930