გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იანოშ ჰერმანი: საჭიროა გამოცდილების გაანალიზება და დაფიქსირება, რომ შევინარჩუნოთ პოზიტიური ტენდენცია

28-03-2018

ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობამ, რომლებმაც ევროკავშირის ტერიტორიაზე იმოგზაურეს, ეს ყველა წესის დაცვით განახორციელეს. 
ამის შესახებ ჰერმანმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას განაცხადა.
„ეს წელი იყო წარმატების წელიწადი უვიზო რეჟიმის თვალსაზრისით. უვიზო მიმოსვლა ნიშნავს მეტ გადაადგილებას, მეტ კონტაქტს და ევროპული ცხოვრების წესთან დაახლოებას. გაიზარდა ბიზნეს ურთიერთობების რიცხვი, გაიზარდა კონტაქტები საგანმანათლებლო სფეროში, ეს ყველაფერი კი ნიშნავს წარმატებას და სწორედ ამას ველოდით, სწორედ ამიტომაც ავამოქმედეთ უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი. მგზავრების უმრავლესობამ წესების და რეგულაციების სრული დაცვით იმოგზაურა, მხოლოდ ძალიან ცოტამ არ გაითვალისწინა ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი წესები, ამიტომ დარღვევებს დღეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და ეს არც არის გასაკვირი“- განაცხადა ჰერმანმა. 
მისივე თქმით, საჭიროა, რომ საქართველომ გამოცდილება გაანალიზოს და პოზიტიური ტენდენცია შეინარჩნოს. 
„არსებობს შეჩერების მექანიზმი და ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული, როდის ხდება მისი გამოყენება. არ მგონია, რომ რომელიმე ჩვენგანს, ევროკავშირს ან საქართველოს ხელისუფლებას ამ მიმართულებით წასვლა სურდეს. მე არ ვისაუბრებ ამაზე და აქცენტს გავაკეთებ იმაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ვითარების გაუმჯობესება. საჭიროა გამოცდილების გაანალიზება და დაფიქსირება, რომ შევინარჩუნოთ პოზიტიური ტენდენცია. საქმე არ ეხება შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას, არამედ გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მეტ პოზიტივს და დადებით გამოცდილებას შეიძენენ საქართველოს მოქალაქეებისგან. ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ უვიზოდ მიმოსვლა გააუმჯობესებს ევროკავშირის იმიჯს საქართველოში და პირიქით“ - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930