გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის ფილიალში ახალი შენობა გაიხსნა

16-06-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სტრუქტურულ ერთეულში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა გაიხსნა. შენობის გახსნის ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი და მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ტეფნაძე დაესწრნენ.

დღეიდან, მოქალაქეები იარაღის რეგისტრაციასა და სანომრე ნიშნებთან დაკავშირებულ სერვისებს ახალ შენობაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღებენ. კერძოდ, აღნიშნულ შენობაში მოხდება იარაღის რეგისტრაცია, ასევე, დაკარგული და დაზიანებული სანომრე ნიშნების შეცვლა-აღდგენა, რაც მომსახურების სააგენტოს თბილისის ფილიალში ამ დრომდე არ ხდებოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თანამშრომლებს გაესაუბრა და ახალ შენობაში სამუშაო პროცესს გაეცნო.

მომსახურების სააგენტო სერვისების განხორციელების დროს სრულად იცავს მთავრობის უწყებათშორისი კომისიის და ეპიდემიოლოგების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031