გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიაზე: რატომ არ ჩააყენა საქმის კურსში შესაბამისი ორგანოები? თვითონ გაბუნიასაც არ უთხრა? რა ჰქვია ამას, დანაშაულის დაფარვა?

16-06-2020

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

"გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იგეგმებოდა - შემოჰკრა განგაშის ზარებს ნიკა გვარამიამ და არშემდგარი სიკვდილი, სკანდალი და ჯანდაბა და უბედურება დაანონსა... ღმერთო შენ გვიშველე ! ეს მავნებელი ნაციონალური მოძრაობის კლასტერიდან და მთავარი რუპორი ფეიკ-ნიუს-სკანდალ-სიკვდილ-უბედურობებისა და ჯანდაბებისა, ისეა აღშფოთებულგამწარებული, რომ ფაქტია ძალიან გულდაწყვეტილია, რომ მისი თანამშრომელი და მეგობარი გაბუნია ცოცხალი და უვნებელია! სკანდალი არ შედგა-ხელისუფლებას ვერ ეტყვის სად იყავით, როცა ასეთი ადამიანი მოგვიკლეს ! „ხალხნო გამოდით, საქართველოში თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს ხოცავენ ! სად არიან უცხოელები, საქართველოში ტერაქტები ხდება და ასე შემდეგ ..“ ეს ყველაფერი ჩაიშალა, ჩაიშალა იმიტომ რომ სამართალდამცავებამა მაღალი პროფესიონალური ქმედების შედეგად აღკვეთეს დანაშაული, რაც ნორმალურიცაა და მისასალმებელიც. მაგრამ არანორმალური და საზიზღრობაა, ის რასაც გვარამია ამბობს, რომ მან გაბუნიას შესაძლო მკვლელობის შესახებ დიდ ხანია იცოდა !!!

უკაცრავად, გვარამიამ იცოდა რომ გაბუნიას ლიკვიდაცია იგეგმებოდა და ჩუმად იყო? რას ელოდებოდა, რატომ არავის არ შეატყობინა ამის შესახებ? რატომ არ ჩააყენა საქმის კურსში შესაბამისი ორგანოები? თვითონ გაბუნიასაც არ უთხრა? რა ჰქვია ამას? დანაშაულის დაფარვა? თუ უფრო დიდ ვერაგობა და სასიზღრობა? რეალურად კი გვარამია ელოდებოდა მოთმინებით, თუ როდის მოხდებოდა დანაშაული, როგორც თვითონ ამბობს გაბუნიას მკვლელობა, და შემდეგ ატეხავდა ერთ ამბავს...ფაქტიურად თანამონაწილეობდა ამ ამბავში, ამ ყველაფერს კი სათავისოდ გამოიყენებდა ! ისე გაბუნია კი არა ყველა მასთან მომუშავე ადამინი უნდა დაფიქრდეს ვინ არის ნიკა გვარამია, როგორ თავისუფლად შეუძლია გაწიროს ნებისმიერი მათგანი ნაცების პოლიტიკური ზრახვებისა და მიზნების მისაღწევად, ადამიანის სიცოცხლე მათთვის არაფერია, არც არასოდეს არ ყოფილა...რაც შეეხება ამ მავნებელის ქმედებას შესაბამისმა სტრუქტურებამა სასწრაფოდ უნდა დაიწყონ გამოძიება-თუ რატომ არ შეატყობინა გვარამიამ შესაძლო დანაშაულის შესახებ და რა ბინძურ-პოლიტიკური მიზნებია ამოძრავებდა შესაძლო ფატალური შედეგის დადგომის შემთხვევაში !", - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930