გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ნაცვლიშვილი: ჩვენ მივიღეთ ამ ინფორმაციის გამჟღავნება და მე დარწმუნებული ვარ, ამის გამჟღავნება გამოძიებას გარკვეულ სირთულეებს შეუქმნის

16-06-2020

"ჩატარებული ოპერაციის შესახებ სუს-ის მხრიდან ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნება, რა საკვირველია, აზიანებდა გამოძიების ინტერესებს და ჩემი აზრით, ამით იხელმძღვანელა სუს-მა, როდესაც ეს ინფორმაცია, ეს წარმატება დაუმალა ქართულ საზოგადოებას", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომელიც გამოძიებას ჯერ წინ აქვს , რომ დაადგინოს ყველა დეტალი ამ სისხლის სამართლის საქმეზე, ვინ იყო დამკვეთი, ვის ინტერესს ემსახურებოდა შემსრულებელი, იყვნენ თუ არა ჩართულნი საერთაშორისო ტერორისტული ან სხვა ორგანიზაციები ამ საზარელი დანაშაულის დაგეგმვაში, ჯერჯერობით, ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანილი არაა. 

"ჩატარებული ოპერაციის შესახებ სუს-ის მხრიდან ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნება, რა საკვირველია, აზიანებდა გამოძიების ინტერესებს და ჩემი აზრით, ამით იხელმძღვანელა სუს-მა, როდესაც ეს ინფორმაცია, ეს წარმატება დაუმალა ქართულ საზოგადოებას. მეორე მხრივ, ჩვენ მივიღეთ ამ ინფორმაციის გამჟღავნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის გამჟღავნება გამოძიებას გარკვეულ სირთულეებს შეუქმნის, თუ სპეციალურად არ გაამჟღავნეს, რომ ხელი შეეშალათ გამოძიებისთვის და ორგანიზატორებმა კვალი წაშალონ“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930