16-06-2020
პორტალი “oxu.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 29-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.
სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 10 662 შემთხვევა – 1 058 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.
განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსით 34 კაცი გარდაიცვალა.
სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 126 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,18%. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 12,5
განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში 209 კაცი განიკურნა.
სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 5 948 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 55,79%. ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის სავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 4 588 კაცი.
აღვნიშნავთ, რომ მაისის დასაწყისში, კორონავირუსის შემთხვევების და საავადმყოფოებში ინფიცირებულ პაციენტთა კლების ფონზე აზერბაიჯანის ხელისუფლებამ შეზღუდვები შეამსუბუქა. შემდეგ კი, 18 მაისს, საკარანტინე ზომების მორიგი შემსუბუქება გამოაცხადა – მოსახლეობას სახლიდან გამოსასვლელად სპეციალური საშვების საჭიროება მოუხსნა.
საკარანტინე ზომების შემსუბუქების შემდეგ ინფიცირების შემთხვევების თანდათანობით მატებას მაისის 27 რიცხვიდან ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა და სიტუაციის გაუარესება მოჰყვა და დღეისათვის აზერბაიჯანში განკურნებულ პაციენტთა %-ული წილი 4 მაისის 74,60%-დან 55,79%-მდეა ჩამოსული, საავადმყოფოში მყოფ პაციენტთა რაოდენობა კი 466-დან 4 588-მდე ანუ 9,8-ჯერ არის გაზრდილი. ხელისუფლებამ ივნისიდან კარანტინის მკაცრი რეჟიმი დააწესა და უმეტესი ქალაქების და რაიონების მოსახლეობას გამოსასვლელ დღეებში სახლიდან გამოსვლა აუკრძალა.
აზერბაიჯანში ჩატარებული ტესტების რაოდენობაა 391 699 – ყოველ მილიონ მოსახლეზე 38 885.