გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აგვისტო 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: მეგობრებო, ძალიან ხომ არ გაიხლართეთ? თუ იცოდით, რატომ არ შეატყობინეთ სამართალდამცავებს მანამ სანამ იმ ჩეჩენ/ინგუშს არ დაიჭერდნენ? რას ელოდნენ?

16-06-2020

მოკლედ, ბევრი კითხვებია ოპოზიციასთან და "ნაციონალურ მოძრაობასთან", თან კითხვების საბაბს თვითონ, თავიანთი ბრიფინგებით და გამოსვლებით იძლევიან -ასე ეხმაურება ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სუს-ის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე განხორციელებული დაკავების ფაქტს.

"არავინ მათ არ აძალებდათ, რომ გამოსულიყვნენ: რა იციან, რომ გაბუნიას მკვლელობას კადიროვი გეგმავდა? თან ამას ძალიან "თავდაჯერებით" ამტკიცებენ; რა იციან, რომ ეს ყველაფერი უკრაინიდან იმართებოდა? თუ მართლა ესეა და "უტყუარი" ინფორმაცია აქვთ, რატომ არ შეატყობინეს სუსს და სხვა ძალოვან სტრუქტურებს? რას ელოდნენ? რატომ არ დგანან ეხლა მაინც სუსში რიგში, რომ გამოძიებას დაეხმარონ? თუ იცოდნენ ეს ყველაფერი, და როგორც ჩანს, თვითონ ამბობენ რომ იცოდნენ, რატომ წინასწარ არ შეატყობინეს სამართალდამცავებს მანამ სანამ იმ ჩეჩენ/ინგუშს არ დაიჭერდნენ, რას ელოდნენ? მეგობრებო, ძალიან ხომ არ გაიხლართეთ?"-აცხადებს მჭედლიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031