გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მტერსაც არ ვუსურვებ იმ კოშმარს, რაც გადავიტანე – საოპერო მომღერალი COVID-19-ის მკურნალობის პერიოდზე

17-06-2020

აფხაზი საოპერო მომღერალი, ხიბლა გერზმავა კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ მან Facebook-ზე​ დაწერა.

 

„მე Covid-19 გადავიტანე და რაც ყველაზე საწყენია, 13 მარტიდან სახლიდან არ გავსულვარ, უსაფრთხოების ყველა ზომას ვიცავდი, თუმცა ვირუსმა ჩემს სახლში შემოაღწია!

 

მაისის შუა რიცხვებში სისუსტე ვიგრძენი, სიცხემ ამიწია, თუმცა, ვირუსზე ფიქრიც არ გამივლია გულში! მეორე დღეს მთლიანად დამეკარგა ყნოსვა! ძალიან უცნაური შეგრძნებაა, როდესაც საკუთარი პარფიუმის და ახლად მოდუღებული ყავის სუნს ვერ გრძნობ!

მაგრამ ყველაზე მძიმე და საშინელი წინ მელოდა, ყველაზე რთული 10 დღე, როდესაც ტკივილისგან მთელი სხეული გეფლითება

 

კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ ორმხრივი პნევმონია აჩვენა, მაგრამ ფილტვების მინიმალური დაზიანებით.

 

ექიმებმა მირჩიეს, სახლში მემკურნალა. იმის გაფიქრებაც კი მზარავს, მე თუ მსუბუქი ფორმა მქონდა.

როგორ წვალობენ ის ადამიანები, ვისაც მძიმე და საშუალო სიმძიმის აქვს?! ვირუსი არსებობს და მტერსაც არ ვუსურვებ იმ კოშმარს, რაც გადავიტანე! ძალიან მაბრაზებენ ის ადამიანები, ვინც ზერელედ ეკიდებიან ამ ყველაფერს და ფიქრობენ, რომ ეს სიცრუეა!“, – წერს ხიბლა გერზმავა.

პრაიმტაიმი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031