გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სუს-ის მიერ რუსეთის მოქალაქის დაკავებას გამოეხმაურა

17-06-2020

"დესტაბილიზაციის ნაცვლად, საქართველომ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ აქვს სტაბილურობის დაცვის ბერკეტები, რომ წინ აღუდგება პროვოკაციებს ", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სუს-ის მიერ რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავების ფაქტს.

„ადამიანი და მისი სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა და ის დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი მადლობას მოვახსენებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც შეძლო დროულად და უმაღლესი პროფესიონალიზმით აღეკვეთა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა.

ამავდროულად, ვაცნობიერებთ, რომ საქმე გვაქვს ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ კრიმინალურ და პროვოკაციულ ქმედებასთან. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, ეპიდემიასთან ეფექტიანი ბრძოლა და შეუქცევადი დემოკრატიული განვითარება ბევრს შეიძლება აღიზიანებს, თუმცა ასეთი დესტრუქციული მიზანი არ იყო რეალიზებული.

დესტაბილიზაციის ნაცვლად, საქართველომ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ აქვს სტაბილურობის დაცვის ბერკეტები, რომ წინ აღუდგება პროვოკაციებს და მშვიდობიანად გაივლის გზას მომავალ არჩევნებამდე.

მე, როგორც საქართველოში ადამიანის უფლებების, სიცოცხლის დაცვისა და სახელმწიფოს სტაბილურობის დაცვის ერთ-ერთი გარანტი, ვამაყობ, რომ ჩვენმა სახელმწიფო უწყებებმა უზრუნველყვეს ყოველივე ამის ხელშეუხებლობა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031