გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი მოქალაქის შემოსავლების ზრდა

17-06-2020

"მომავალი ოთხი წელი, სრულად კონცენტრირებულად უნდა იყოს დახარჯული ეკონომიკური მიმართულებით, ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი მოქალაქის შემოსავლების ზრდა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული ეკონომიკა ევროპული ეკონომიკის ნაწილი უნდა გახდეს, ქვეყანაში სამუშაო ადგილები შეიქმნას და მოქალაქეებს არ უწევდეთ საზღვარგარეთ წასვლა.

„ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის შემდგომი განვითარება ეკონომიკური განვითარების გარეშე წარმოუდგენლად რთული იქნება. ამიტომ ჩვენ, დემოკრატიზაციის პროცესში, რაღაც მიმართულებებით ვუსწრებთ ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენი სრული კონცენტრირებული მუშაობა უნდა იყოს ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკა ევროპული ეკონომიკის ნაწილი უნდა გავხადოთ. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნა იყოს იმდენად დინამიური, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ უწევდეთ ასე ხშირად საზღვარგარეთ წასვლა. ჩვენი განათლების სისტემა უნდა იყოს ბევრად უფრო ორიენტირებული იმ ბიზნესის, ეკონომიკის მოთხოვნებზე, რომელიც არსებობს და კიდევ ბევრი ზრდის წერტილები გვაქვს, რომელზეც ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930