გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: სახელმწიფოს მნიშვნელობა გაიზარდა აღქმების დონეზე, როგორც კი აქ შეცდომას დაუშვებ, ფეხი დაგიცდება, რა თქმა უნდა, საზოგადოების რეაქცია უმწვავესი იქნება

17-06-2020


კრიზისები, რომლებიც ბრძოლაში გადადის, რომლებსაც ამასთან ერთად ახასიათებს გაურკვევლობის უმაღლესი ხარისხი, რა თქმა უნდა სოლიდარობის ხარისხს ზრდის, ეს ძალიან მარტივია, ელემენტარულად ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეობს. ეს ქმნის ძალიან ხელსაყრელ პლატფორმას იმისთვის, რომ მოქალაქემ და სახელმწიფომ ხელახლა კი არ გაიაზრონ, უბრალოდ სადღაც დაბრუნდნენ და თქვან, რომ ახლა ჩვენი თანამშრომლობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „პირველ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მის თქმით, წარმატება არის ერთობლივი შრომის პროდუქტი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, მოქალაქის, ბიზნესის, ჟურნალისტების - ყველასი.

„იქ სადაც სახელმწიფოები ან ხელისუფლებები მოქალაქეების ამ მზაობას მომზადებულები და პასუხისმგებლიანად შეხვდნენ და შესაბამისი შემხვედრი ნაბიჯები გადადგეს, პირველ რიგში აქ უნდა იყოს ინფორმირებულობის მაღალი ხარისხი, გადაწყვეტილების პროცესში ჩართულობის ხარისხი და რა თქმა უნდა ზრუნვის ხარისხი. სახელმწიფოს მნიშვნელობა გაიზარდა აღქმების დონეზე და დიახ ეს ასეა. როგორც კი აქ შეცდომას დაუშვებ, ფეხი დაგიცდება, რა თქმა უნდა საზოგადოების რეაქცია იქნება უმწვავესი და უსწრაფესი. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ წარმატება არის ერთობლივი შრომის პროდუქტი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, მოქალაქის, ბიზნესის, ჟურნალისტების - ყველასი. თუ ჩვენ გადაწყვეტილებებს ერთად ვიღებთ და განვიხილავთ ამას ყველაფერს, რა თქმა უნდა შემდგომ წარმატების მეტი შანსი გვაქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930