გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რამზან კადიროვი: გიორგი გაბუნიას ურჩევნია მუხლებზე დადგეს და პატიება მთხოვოს

17-06-2020

"ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა ჩეჩნეთის ხელისუფლების დაკვეთით საქართველოში ჟურნალისტზე თავდასხმა მზადდებოდა. სინამდვილეში საერთოდ არ მაინტერესებს იგავები ბედზე განაწყენებულ ადამიანებზე", - ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა.

კადიროვის თქმით, თუ ვინმე მისი დავალებით მოქმედებს, ის ამ დავალებას ასრულებს.

"გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა ჩეჩნეთის ხელისუფლების დაკვეთით საქართველოში ჟურნალისტზე თავდასხმა მზადდებოდა. სინამდვილეში საერთოდ არ მაინტერესებს იგავები ბედზე განაწყენებულ ადამიანებზე. ისინი მოუხერხებლად ცდილობენ საინფორმაციო სივრცეში თავის წარმოჩენას, მაგრამ მათ უფრო მეტად ითრევს მორევი. დღევანდელი ქართული პოლიტიკა მკვდარია, ზუსტად ისევე, როგორც უკრაინული. ნაცვლად იმისა, რომ ამ ქვეყნების მთავრობები ხალხზე ფიქრობდნენ, სულელურ განცხადებებს აკეთებენ. ამჯერად თქვეს, რომ კილერი დააკავეს, რომელიც კადიროვის დაკვეთით ქართველ ვაი-ჟურნალისტზე გეგმავდა თავდასხმას. ბატონებო, დამიჯერეთ, რომ თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის ამ დავალებას ასრულებს და თუ დავალების შესრულება ჩუმადაა საჭირო, ამის შესახებ ვერავინ ვერაფერს იგებს", - განაცხადა კადიროვმა.

გიორგი გაბუნიას ჩეჩნეთის ლიდერი ვაიჟურნალისტს უწოდებს და ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.

"ეს თქვენი ვაიჟურნალისტიც, რომელიც თავს მედიის წარმომადგენლად ასაღებს, ისედაც ძლივს არის ცოცხალი და განდიდების მანიითაა შეპყრობილი. ყველა სერიოზული მედია მას რედაქციიდან პანჩურით აგდებს. მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არ დაგვვიწყებია, თუ როგორ მიაყენა მან სახელმწიფოს, ხალხს და შესაბამისად მეც შეურაცხყოფა. გიორგი გაბუნიას ურჩევნია მუხლებზე დადგეს და ბოდიში მოიხადოს. მან შეურაცხყოფა მიაყენა არა ერთ ადამიანს, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქეს. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები ამ ადამიანის აღსაზრდელად. პირადად ამ ადამიანს კი მოვუწოდებ, სწორი დასკვნები გამოიტანოს და ჭკუას მოუხმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩემი პირადი მტერი გახდება", - აცხადებს ჩეჩნეთის ლიდერი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930