გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კორონავირუსმა იმსხვერპლა მეტი ამერიკელი, ვიდრე პირველმა მსოფლიო ომმა

17-06-2020

აშშ-ში კორონავირუსით გამოწვეულმა მსხვერპლის რიცხვმა გადააჭარბა პირველ მსოფლიო ომში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობას - ეპიდემიის მსხვერპლის რაოდენობამ იქ თითქმის 117,000-სს მიაღწია, ინფიცირებულთა რიცხვი კი 2,13 მილიონ ადამიანს აჭარბებს, იუწყება ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი.

ეს უფრო მეტია ვიდრე იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც აშშ-მა პირველ მსოფლიო ომში დაკარგა - 116,516. მათგან 53,402 ადამიანი ბრძოლაში დაიღუპა, 63,114 კი იმსხვერპლა დაავადებამ, ძირითადად 1918 წლის გრიპის ეპიდემიამ.

მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კორონავირუსის შემთხვევები 8,2 მილიონს აღწევს, დაღუპულია თითქმის 444,000 ადამიანი.

აშშ-ში იხსნება ბევრი ბიზნესი, თუმცა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად 23,000-მდეა.

სამთვიანი შეზღუდვების შემდეგ, ევროპაში ბევრმა ქვეყანამ საზღვრები გაუხსნა ევროპის სხვა სახელმწიფოებს.

აზიაში შემაშფოთებელი ნიშნები იკვეთება ჩინეთში, სადაც 17 ივნისს გაუქმდა 1,255 საჰაერო რეისი, კორონავირუსის გავრცელების ახალი კერების შესაჩერებლად. პეკინში ბოლო ექვსი დღის განმავლობაში კორონავირუსის 137 შემთხვევა აღირიცხა, რის გამოც მთავრობამ ქალაქის მასშტაბით გაატარა ე.წ. "ლოკდაუნის" გარკვეული ზომები.

რადიო თავისუფლება

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930