17-06-2020
კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი ნიმუშების პასუხი უარყოფითია, 84 ადამიანს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, მიზნობრივ ტესტირება უკვე ცნობილი რისკ-ჯგუფების გარდა ჩაუტარდება დამატებით კონტიგენტსაც.
„გამოკვლევები ჩაუტარდება: ფსიქიატრიულ და ტუბდაწესებულებების პერსონალს, ასევე დიალიზზე მყოფ პაციენტებს და მათ პერსონალს, პირველადი ჯანდაცვის პერსონალს, მათ შორის სოფლის ექიმებსა და ექთნებს, პენიტენციური სამსახურისა და შსს-ის თანამშრომლებს, ვისაც შეხება აქვთ ბრალდებულთან, ასევე საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებს. „კოვიდ“ და „ცხელების ცენტრების“ კონტიგენტს ტესტირება უტარდება შვიდ დღეში ერთხელ, დანარჩენ კონტიგენტს ტესტირება 14 დღის პერიოდულობით ჩაუტარდება“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
კახეთში ამ ეტაპზე სამ საკარანტინო სივრცეში 70 მოქალაქე იმყოფება.