გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე BBC წერს

17-06-2020

„რამზან კადიროვი ქართველი ჟურნალისტის მკვლელობის ორგანიზებას უარყოფს“, - სტატიას ამ სათაურით BBC აქვეყნებს.

ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, სტატიის ავტორი საქართველოში სუს-ის მიერ რუსეთის მოქალაქის დაკავების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს აღწერს.

„ორშაბათს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. ყალბი საბუთების გამოყენების ბრალდებით დააკავა. განცხადების თანახმად დაკავება „შეკვეთილი მკვლელობის ორაგანიზაციის“ გამოძიების ნაწილია.

განცხადებაში არც ჟურნალისტია ხსენებული და არც კადიროვია და უწყება მოსახლეობას „ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა“, რათა მათ საქმეში სიმართლის დადგენა შეძლონ. უსაფრთხოების ძალებმა მეტი ინფორმაცია ინტერპოლის არხების მეშვეობით მოითხოვეს.

იმავე დღეს, ბატონ გაბუნიას უფროსმა, ნიკა გვარამიამ Open Caucasus Media-ს განუცხადა, რომ ვ.ბ. ჟურნალისტის მოსაკლავად რამზან კადიროვის ბრძანებით გამოაგზავნეს და სუს-მა ამის შესახებ უკრაინის ხელისუფლებისგან შეიტყო“, - წერს ავტორი.

სტატიაში ასევე მომხდართან დაკავშირებით ჩეჩნეთის ლიდერის კომენტარია მოყვანილი, რომელიც კადიროვმა გუშინ Telegram-ზე გაავრცელა: „დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი ბრძანებით მოქმედებს, დავალებას ასრულებს. გიორგი გაბუნიას ურჩევნია დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ჩემს მტრად დარჩება“, - დაწერა კადიროვმა.

BBC იმ ინციდენტსაც იხსენებს, რა დროსაც გიორგი გაბუნიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეურაცხყოფა მიაყენა და უცენზურო ლექსიკა იხმარა.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა.

15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.

16 ივნისს რამზან კადიროვმა განცხადება გააკეთა, სადაც ის უარყოფს იმას, რომ ქართველი ჟურნალისტის ლიკვიდაცია შეუკვეთა. კადიროვი ამას უარყოფს.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930