გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გაბუნია სუს-ში მისვლას არ აპირებს

18-06-2020

გადაცემა "პოსტ ფაქტუმის'' წამყვანი და "მთავარი არხის" დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნია სუს-ში მისვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.


 ჟურნალისტის თქმით, ის მხოლოდ სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას დათანხმდება.


„გიორგი გაბუნიას შემთხვევაში, ჩვენ მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ სასამართლოში მოხდეს მისი დაკითხვა და არა სუს-ში, შესაბამისად, არც არაფერი მოხდება. გიორგი არ გამოცხადდება სუს-ში, ამის შესახებ შეტყობინება უკვე გავგზავნეთ“, - განაცხადა არხის იურისტმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.


ჟურნალისტი სუს-ში დღეს დილით 10 საათზე იყო დაბარებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031