გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საპატრიარქო და გარემოს დაცვის სამინისტრო კამპანიას - „ნუ მოჭრი ბზას“ იწყებს

29-03-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, კამპანიას- „ნუ მოჭრი ბზას“ იწყებს.


სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრაზე კონტროლი განსაკუთრებით გამკაცრდება და სამართალდარღვევაზე კანონით დადგენილი სანქციები გავრცელდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, დაშვებულია ეროვნულ საშენ მეურნეობასა და კერძო სანერგეებში გამოყვანილი ბზის რეალიზაცია.


"ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს - აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე"-აცხადებენ სამინისტროში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031