გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტიკარაძე: ვირუსი არსად წასულა, მნიშვნელოვანია კოორდინირებულად გადავდგათ ნაბიჯები

18-06-2020

"ჩემთვის ნამდვილად არის პრიორიტეტული გუნდურობა და ვთვლი, რომ თითოეული წარმატება, რომელსაც ამ 1 წლის მანძილზე მივაღიწეთ დამსახურებული იყო გუნდის წევრებით და 4 მოადგილით", - ამის შესახებ ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ეკატერინე ტიკარაძემ 1 წლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისთვის, როგორც უწყების ხელმღვანელისთვის მნიშნელოვანი იყო ამ პერიოდის განმავლობაში სისტემური მიდგომა და კოორდინაცია.

"მოხარული ვარ მოკლედ შევაჯამო 1 წელი და განსაკუთრებით ის 5 თვე, რომელიც კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ გვქონდა და ამ ეტაპზე ნამდვილად გვაქვს პირველი ნაბიჯები იმისკენ გვქონდეს იმედი, რომ წარმატებულად გავართმევთ თავს ამ გამოწვევას. ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანი იყო ამ პერიოდის მანძილზე სისტემური მიდგომა და კოორდინაცია. იმისათვის, რომ სასწრაფო დახმარების გადაუდებელ სისტემას, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ერთობლივად უხარვეზოდ ეთანამშრომლა ჰოსპიტალურ სექტორთან, იმისათვის, რომ ჩვენს ექიმებს სამედიცინო პერსონალს ჰქონოდა უზრუნველყოფილი ყველა ის საჭირო აღჭურვილობა, მათი უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისთვის, ასევე თითოეული პაციენტის დროული იდენტიფიცირება, მათი ლოკალიზება, მერე სწორი და უსაფრთხო გადაადგილება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებამდე ეს იყო ნამდვილად დიდი გამოწვევა. ყველა ეს ქმედითი ნაბიჯი ორგანიზებული იყო სამინისტროს მხრიდან და სამინისტროს ჰქონდა წარმატებული კოორდინაცია ყველა დანარჩენ უწყებასთან. ყველა უწყების ერთობლივმა ნაბიჯებმა ჩვენ მოგვცა იმის საშუალება, რომ პირველი ტალღა შევძელით და ვმართეთ. დღეს ამაყად ვდგავართ ჩვენი საზოგადოების წინაშე, ვინაიდან ჩვენ გამოვიჩინეთ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა. ჩვენი მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობა და გვერდში დგომა, რომ არა შედეგი არ იქნებოდა", - აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდაც გაგრძელდეს კოორდინაცია, რადგან ვირუსი ჯერ დამარცხებული არ არის.



pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930