გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია დონალდ ტუსკის განცხადებაზე: საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, დასრულდება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება

18-06-2020

"სრულად ვეთანხმები, რომ უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება. როგორც იცით საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, დასრულდება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე დონალდ ტუსკის განცხადებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საარჩევნო სისტემა უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის, ისევე როგორც ის, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევებსა და დანაშაულებზე იმსჯელოს მართლმსაჯულების სისტემამ.

„არაერთხელ მითქვამს, რომ საარჩევნო სისტემა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის, ისევე როგორც ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისა და ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევებსა და დანაშაულებზე იმსჯელოს საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ და სასამართლომ,“- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930