გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: მადლობა თითოეულ ექიმს იმისთვის, რომ მათ მოგვცეს შესაძლებლობა, ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გავუმკლავდეთ და ეფექტურად ვაკონტროლოთ კოვიდ ინფექცია

18-06-2020

 

ბოლო წელი ჯანდაცვის სამინისტროსთვის და სისტემისთვის იყო განსაკუთრებით სავსე გამოწვევებით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურმა  სამედიცინო დარგის თითოეულ  სპეციალისტს მადლობა გადაუხადა იმ თავდადებისთვის, ეფექტური  და მაღალი პროფესიონალური შრომისთვის, რომელიც მათ ბოლო 4 თვის განმავლობაში აჩვენეს.

 

 

„მოგეხსენებათ, რომ ეს არის სამინისტრო, რომელიც ზრუნავს, რომლის პასუხისმგებლობის სფეროშიც შედის ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, შრომა, ჩვენი დევნილები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, უამრავი სფერო. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და არის სისტემური უწყება, რომელმაც წარმოგვიდგინა დღეს ანგარიში. მინდა კიდევ ერთხელ, ამ დარგის თითოეულ  თანამშრომელს, თითოეულ ექიმს მადლობა გადავუხადო იმ თავდადებისთვის, ეფექტური  და მაღალი პროფესიონალური შრომისთვის, რომელიც მათ ბოლო 4 თვის განმავლობაში აჩვენეს და მოგვცეს შესაძლებლობა, ყველას ერთად,  ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გავუმკლავდეთ და ეფექტურად ვაკონტროლოთ კოვიდ ინფექცია“, -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930